ივერიონი / რატომ იმუქრება თვითმკვლელობით კახაბერ ნაკანი?

რატომ იმუქრება თვითმკვლელობით კახაბერ ნაკანი?

დეპუტატებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კახაბერ ნაკანი მოინახულეს. გედევან ფოფხაძე და ირმა ნადირაშვილი სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნენ და მისი მოთხოვნები მოისმინეს.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, კახაბერ ნაკანი საძილე არტერიის გადაჭრას გეგმავს, თუ მას მატროსოვის ციხეში არ გადაიყვანენ. 

 

"კანონით მას ეკუთვნის როგორც ძალვოანი სტრუქტურის ყოფილ წევრს, რომ იყოს მატროსოვის ციხეში. ის ამბობს, რომ ზის კრიმინალებთან ერთად და მასზე ხორციელდება ზეწოლა. ვენების გადაჭრის მიზეზი ყურადღების მიქეცევა იყო. ახლა ამბობს, რომ თუ კვლავ კრიმინალებთან ერთად ჩასვამენ ციხეში, საძილე არტერიას გადაიჭრის. მის სიცოცხლეზე მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლებას," - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

 

გლდანის მერვე დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განცხადება ჟურნალისტებთან მმართველი კოალიციის წევრმა გედევან ფოფხაძემაც გააკეთა. 

 

"მას შეუძლია იყოს იზოლირებული სხვა პატიმრებისგან. მის სიცოცხლეს საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ეს ვითარება მაინც გასათვალისწინებელია და უნდა იყოს ადამიანის უფლებები დაცული," - აცხადებს გედევან ფოფხაძე. 

21-04-2015, 16:08
უკან დაბრუნება