ივერიონი / ვახტანგ ძაბირაძე: “ მარგველაშვილს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან გამოსახლებით ვერაფერს დააკლებენ, ქვეყნის იმიჯს კი დიდ ზიანს მიაყენებენ“

ვახტანგ ძაბირაძე: “ მარგველაშვილს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან გამოსახლებით ვერაფერს დააკლებენ, ქვეყნის იმიჯს კი დიდ ზიანს მიაყენებენ“

“ივერიონს“ ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა


-ბატონო ვახტანგ, როგორც ცნობილია, პრეზიდენტ მარგველაშვილს  ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან ასახლებენ და ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში “ეპატიჟებიან“, რომელიც საპრივატიზაციო შენობათა ნუსხაშია შეტანილი. პრეზიდენტის სახელით გამოსულმა კახა კოჟორიძემ ამ ფაქტს მთავრობის მიერ დაგეგმილი მოულოდნელი გადაწყვეტილება  და დისკრიმინაცია უწოდა. თქვენი აზრით, ზემოთქმულის აღსრულების შემთხვევაში, დაირღვევა თუ არა საქართველოს კონსტიტუცია და უარყოფითად იმოქმედებს თუ არა ქვეყნის პოლიტიკურ იმიჯზე?


-აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ პრეზიდენტ მარგველაშვილის ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან გამოსახლების საკითხის საჯარო განხილვამ  საქართველოს იმიჯზე არასახარბიელოდ იმოქმედა.  ამ არასერიოზული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტის დონისა და აზროვნების სიმდაბლე.


პრეზიდენტის  ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან გამოსახლება გაუმართლებელია, რადგან ის ქვეყნის  მეთაური და მთავარსარდალია.


ის კვადრატულ მეტრი, რომელსაც პრეზიდენტს ედავებიან,  მას არც სჭირდება და აღმასრულებელ ხელისუფლებას შეუძლია სახელმწიფო დანიშნულებიოსამებრ გამოიყენოს. ხან მუზხეუმის გახსნა მოინდომეს ამ შენობაში, ხან ბიბლიოთეკის, ხან უნივერსიტეტის... გამოიყენონ იმ დანიშნულებით, რითიც აშენდა.


-თქვენი აზრით, ემზადება თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი ახალი პოლიტიკური ნახტომისთვის? როგორც ამბობენ, ის სიმპათიითაა განწყობილი “ნაციონალური მოძრაობის“, “თავისუფალი დემოკრატებისა“ და “რესპუბლიკელების“ მიმართ. აქედან გამომდინარე,  ხდება თუ არა მისი წინასწარი დისკრიმინაცია?


-ჯერ ერთი, მარგველაშვილს აქვს უფლება ის პოლიტიკური პარტია და ადამიანები ესიმპატიურებოდეს, რომლებიც სურს, თუმცა ასეთი რამ მას ჯერ არ განუცხადებია. ჯერ-ჯერობით არ ჩანს, რომ პრეზიდენტი აქტიურ პოლიტიკაში აპირებდეს ჩაბმას, ხოლო თუ ამას გადაწყვეტს, ეს პრობლემას არ წარმოქმნის. აღმასულებელი ხელისუფლება კი  პრეზიდენტის დისკრიმინაციას მისი საპრეზიდენტო რეზიდენციიდან გამოსახლებით თუ ცდილობს, ეს მისი თავსატეხი და პრობლემა გადხება და არა პრეზიდენტის.

                                        ესაუბრა ია ჯღარკავა

21-04-2015, 19:52
უკან დაბრუნება