პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალური ქსელით პრეზიდენტის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:
„საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს. იქნებ ვინმემ დამისახელოთ მსოფლიო ისტორიაში შემთხვევა, როდესაც მთავრობამ პრეზიდენტი საკუთარი რეზიდენციიდან გამოასახლა. ყველაფერი უცნაურობა ივანიშვილის ტვინში როგორ უნდა მომწიფდეს? როგორც სჩანს ამ კაცის ფანტაზიები ამოუწურავია და ეს სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს. არასდროს ვყოფილვარ მარგველაშვილის მეხოტბე, მაგრამ ეს, ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა ხალხმა ივანიშვილს თავისი არ უნდა გაატანინოს. რად უნდა ამ კაცს პრეზიდენტის რეზიდენცია ალბათ პრეზიდენტის გამოსახლების შემდეგ რეზიდენციაში თავის პინგვინს და ზებრას შეასახლებს ან სულაც ზვიგენების აკვარიუმს გადმოიტანს გონს მოდი ქართველო ერო“-წერს გიორგი ლაღიძე.