კორუფცია არის დანაშაული, რომელიც ზოგადად ანგრევს სახელმწიო სისტემას და არის ძალიან მაღალი საფრთხის შემცველი, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.
ფოფხაძის თქმით, კორუფციას ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი უნდა ებრძოდეს.
"კორუფცია არის ის დანაშაული, რომელიც ზოგადად ანგრევს სახელმწიფო სისტემას და არის ძალიან მაღალი საფრთხის შემცველი. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი მოქალაქე, თუნდაც ის იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, მიმაჩნია, რომ არის მოკავშირე ამ საქმეში და არავის არ განვიხილავ ოპონეტად. მიმაჩნია, რომ არის თუ ასეთი ფაქტები დასახელებული პირობითად- პარტია "თავისუფლების" ან "ლეიბორისტული პარტიის" მეშვეობით, მაგრამ ამ ინფორმაციას აქვს საფუძველი, ეს ჩვეულებრივად უნდა გამოვიყენოთ.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც პოლიტიკური ორგანიზაციიდან გამოდის ეს ინფორმაცია. ეს არის დანაშაული, რომელსაც სახელმწიფომ უნდა ებრძოლოს და ყველა მოქალაქე უნდა იყოს ამ საქმეში მოკავშირე."- განაცხადა ფოფხაძემ.