საქართველოს პრეზიდენტი არ არის პომპეზური ფიგურა და დიდი რეზიდენცია არ სჭირდება, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
"პრეზიდენტის აპარატს, იმ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, რასაც დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია, ნამდვილად არ სჭირდება იმხელა პომპეზური შენობა. თვითონ ბატონი პრეზიდენტი არ არის ბუნებრივად ასეთი პომპეზური ფიგურა და მისი მოსაზრებები მე კარგად ვიცი. ვფიქრობ, რაღაც სუბიექტური ან ობიექტური მიზეზები გაჩნდა, რის გამოც მას უნდა ამ რეზიდენციაში დარჩენა", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციიდან გადასვლას არ გეგმავს და აცხადებს, რომ ეს მისი და ბიძინა ივანიშვილის პიროვნული დაპირისპირების საგანია, რადგან ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ღებულობს.