საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამარ კორძაიას განცხადებით, პრეზიდენტი იმსახურებს იმხელა პატივისცემას, რომ მის რეზიდენციაზე ამდენი საუბარი არ იყოს.
"საქართველოს კონსტიტუციაში ნამდვილად არ წერია, თუ სად იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ნუ დაგვავიწყდება ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩეული პირი და ის იმსახურებს იმხელა პატივისცემას, რომ მის რეზიდენციაზე ამდენი საუბარი არ იყოს", - განაცხადა კორძაიამ.