2015 წლის 22 აპრილს ქ. თბილისში ა(ა)იპ საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოძრაობის "ქართულ მისია" - გამგეობის წევრებმა არჩილ შველიძემ, გიორგი ზარნაძემ და ა(ა)იპ "პენსიონერ, ინვალიდთა და ხანდაზმულთა კავშირს"-ის გამგეობის წევრებმა, ელენე აგულავამ და ოთარ ყანჩაველმა გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმი ითვალისწინებდა "პენსიონერ, ინვალიდთა და ხანდაზმულთა კავშირის" წევრებისთვის მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარებას, მათ შორის: საქველმოქმედო, სოციალურ დახმარებას, სამედიცინო მომსახურებას, დასასვენებელ სახლებსა და სანატორიუმებში შეღავათიან ფასებში დასვენების ორგანიზებას. ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი საჭიროების მქონე პირთათვის ადგილზე მოვლის უზრუნველყოფის ღონისძიებები. ორგანიზაციები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ინტენსიურად და განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს.