ივერიონი / გიორგი აბდალაძე: მასალა, რომელსაც ველოდებით, მალე ბევრს შოკში ჩააგდებს!

გიორგი აბდალაძე: მასალა, რომელსაც ველოდებით, მალე ბევრს შოკში ჩააგდებს!

ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე სკანდალური კადრების გამოქვეყნებას აპირებს.


"მასალა, რომელსაც ველოდებით, მალე ბევრს შოკში ჩააგდებს!" - აცხადებს აბდალაძე. ის ირაკლი გედენიძესთნ და ზურაბ ქურციკიძესთან ერთად ფოტორეპორტიორების საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადებას შეიტანს. რაც შეეხება ფაქტს, თუ ვისგან ელოდება აბდალაძე მასალებს, ჯერჯერობით გასაიდუმლოებული აქვს.


"განცხადებას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში შევიტანთ. ჯერ კიდევ ადვოკატებთან გავდივართ კონსულტაციას. თარიღს და რიცხვს ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ გარწმუნბთ, ეს უახლოეს დღეებში მოხდება, ანუ მაშინვე, როგორც კი  მტკიცებულებები  ხელთ გვექნება", - განმარტავს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე.


როგორც აბდალაძემ „ივერიონთან“ საუბრისას განაცხადა,  ძალიან მნიშვნელოვანი ამბები იქნება არა მარტო ფოტორეპორტიორების, არამედ  ბევრ სხვა საქმეებთან მიმართებაშიც. ეს მასალები  უახლოეს მომავალში წარედგინება პროკურატურას და საზოგადოებას. მტკიცებულებები წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ისე ვიდემასალს სახით. აგრეთვე საკითხი შეეხება გახმაურებულ „ენვერის“ საქმეს და არა მარტო მას.  ეს მასალები ნათელს მოჰფენს, თუ როგორ „იკერებოდა“  საქმეები, - ამბობს აბდალაძე.

16-11-2012, 15:03
უკან დაბრუნება