ივერიონი / ნოდარ ხადური: ხელისუფლება ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ორ თვეში მიიღებს

ნოდარ ხადური: ხელისუფლება ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ორ თვეში მიიღებს

ხელისუფლება ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 1-2 თვის შემდეგ მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა.


"მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ველოდებოდით აპრილის ბოლოსთვის მონაცემებს. ჩვენ გვინდოდა, ერთობლივად გვემუშავა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები გვაქვს, ჩვენ დაველოდებით ალბათ 2 თვეს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ხადურმა.


როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით საგადასახადო შემოსავლები შარშანდელ საგადასახადო შემოსავლებთან შედარებით დაახლოებით 15-16%-ით გაზრდილი.

23-04-2015, 11:53
უკან დაბრუნება