"აშშ-ს ელჩი საქართველოში პოლიტპატიმართა სიის შედგენაში მონაწილეობდა"-ამის შესახებ განცხადება ნანა კაკაბაძემ „მარშალპრესის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კაკაბაძის თქმით, ნორლანდმა რამდენიმე მსჯავრდებული სიიდანაც კი ამოიღო - მათ შორის ამერიკის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების, ე.წ. კოჭოიას საქმეში მონაწილე პირები. დღეს ამ განმცხადებას ამერიკის ელჩი პირადად გამოეხმაურა. რიჩარდ ნორლანდის თქმით, ის ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.