შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-3 დაწესებულების უფროსი ინსპექტორ-იურისტი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, მან თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულებაში პატიმრისთვის გადასაცემად შეიტანდა მობილური ტელეფონის ორ სიმ-ბარათს, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.