საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის თანამშრომელი, რევაზ კურტანიძე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა გარკვეული ოდენობის თანხა, რის სანაცვლოდაც დაპირდა, რომ უფლებას მისცემდა, მისი სამოქმედო სატყეო უბნის ტერიტორიაზე უკანონოდ მოეპოვებინა დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალა.