გუშინდელმა სერიულმა დაჭერებმა ვერ გადაფარა ბაჩო ახალაიას გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ ახალაიას სიცოცხლეს საფრთხე არა დღევანდელი ხელისუფლებისგან, არამედ მისი თანაპარტიელებისგან, ანუ მისივე მეგობრებისგან ელოდება.
ისინი ფიქრობენ, რომ ახალაია, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე ოდიოზური ფიგურა, თანაპარტიელებზე საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობს და აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, იგი თავისივე მეგობრებმა მოიშორონ.
საზოგადოება დღევანდელი ხელისუფლებისგან კატეგორიულად ითხოვს, შეზღუდოს ახალაიასთან საკანში თავისუფალი შესვლა, რათა მოსალოდნელი მზაკვრული გეგმის სისრულეში მოყვანა მას არ დაბრალდეს. არადა, ამის საშიშროება რეალურად არსებობს _ თუ დღევანდელ ტექნოლოგიებს გავითვალისწინებთ, საკმაოდ მარტივია, იგი საკანში გახშირებული ვიზიტისას მოწამლონ კიდეც.