ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: ალექსანდრე ლუკაშენკოს არავითარი გზავნილი არ ჩამოუტანია

ირაკლი ღარიბაშვილი: ალექსანდრე ლუკაშენკოს არავითარი გზავნილი არ ჩამოუტანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს არავითარი გზავნილი არ ჩამოუტანია , ყველაფერი იყო აბსოლუტურად საჯარო და გამჭვირვალე.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. მისი თქმით, ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი.
"ეს არის ლუკაშენკოს პირველი ოფიციალური ვიზიტი. იგი მანამდე არ ყოფილა საქართველოში. ასე, რომ ჩვენ მივესალმებით კიდევ ერთხელ ბატონი ლუკაშენკოს ჩამოსვლას საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იყო ძალიან კარგად ორგანიზებული და მართლაც წარმატებული იყო ეს ვიზიტი. მედიაში გაისმა რაღაც კითხვები და დაიწყო სპეკულაციები. არავითარი დაფარული ჩვენ არ გვქონია, არავითარი გზავნილი ბატონ ლუკაშენკოს არ ჩამოუტანია, ყველაფერი იყო აბსოლუტურად საჯარო და გამჭვირვალე. ეს იყო ძალიან კარგი მეგობრული ვიზიტი, მიმაჩნია, ძალიან კარგი საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ მიიღეს მიწვევა და საქართველოს მთავრობა გეგმავს ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს ბელორუსს.
"ეს კიდევ უფრო წაადგება არსებულ ურთიერთობებს, იქნება ეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები თუ სხვა სახის თანამშრომლობა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ერთმანეთს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


24-04-2015, 12:20
უკან დაბრუნება