2015 წლის 25 აპრილს რუსთავის # 17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რომლის ორგანიზატორებს წარმოადგენენ "ადამიანის უფლებათა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია" ( თავმჯდომარე გიორგი თევზაძე ) და "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი" (თავმჯდომარე ქეთი ბარათრელი ), საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამედიცინო სფეროში მოღვაწე აღიარებული სხადასხვა მიმართულების მედიკოსები, ამასთანავე საქველმოქმედო აქციაში ჩართულია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულება და ღონისძიებას მხარს უჭერს სასჯელაღსრულების სამინისტრო , ეს არის უკვე რიგით მეორე ღონისძიება სასჯელაღსრულების სისტემაში, პირველი სულ ცოტა ხნის წინათ ჩავატარდა.
როგორც ღონისძიების ერთერთმა ორგანიზატორმა უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ განაცხადა საქველმოქმედო ღონისძიებები ადამიანის უფლებათა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ორგანიზაცია ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალის ორგანიზებით ახლო მომავალშიც გაგრძელდება.