ივერიონი / ზურაბ ჯორბენაძე: „დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა“

ზურაბ ჯორბენაძე: „დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა“

ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე აცხადებს, რომ უკრაინაში ყოფნისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ექს- პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ჯორბენაძისთვის უცნობია, თუ რა თემაზე შედგა მათ შორის საუბარი, თუმცა ვარაუდობს, რომ გარკვეული ძალები დაინტერესებულნი არიან სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩათრევით.

 

"სანდო წყაროს ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უკრაინაში ყოფნის დროს შეხვდა ჩვენი ქვეყნის ამომგდებ მიხეილ სააკაშვილს. სამწუხაროდ, არ ვიცი, რა თემაზე შედგა საუბარი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ იგივე ინფორმაცია გავრცელდა მაშინ, როდესაც ბატონი მარგველაშვილი ბრძანდებოდა უკრაინაში, თვალნათლივია, რომ ხელისუფლებაში დაიწყო შიდა დინებები, რაც, ჩემი აზრით, მოსალოდნელი იყო.

 

"თვალნათლივია, რომ საქართველოში გარკვეული ძალები  ცდილობენ, საქართველო ჩაითრიონ სამხედრო კონფლიქტში. ამის აშკარა სურვილი  ამოძრავებს "ნაციონალურ მოძრაობას"  და მისლიდერებს. ღიად ვაცხადებ, რომ დავით ბაქრაძე ხელისუფლების შესაცვლელად ამერიკაში გადის კონსულტაციებს. ეს არის ერთობლივი ბრძოლა, ესენი არიან ერთი და იმავე ძალის მიერ მართული სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში სხვადასხვა დროს. თქვენ გინახავთ სადმე, რომელიმე საზღვარგარეთული ქვეყანის ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სამდივნოს ხვდებოდეს და კონსულტაციებს გადიოდეს? ეს არის პირდაპირ ამერიკიდან მართული პროცესი. ამერიკას არ აწყობს, საქართველოს მეზობლებთან ჰქონდეს კეთილმეზობლური დამოკიდებულება. თუ არ გამოვაცხადებთ სამხედრო ნეიტრალიტეტს, გველოდება საშინელება, რომელიც დასრულდება ჩვენი ქვეყნის გაქრობით. იგეგმება ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რომელსაც მალე ვიხილავთ", -აცხადებს ზურაბ ჯორბენაძე.

 

26-04-2015, 12:29
უკან დაბრუნება