ივერიონი / სოსო ჯოგლიძე: გენინსპექციის სამმართველოს უფროსს დნმ-ის ნიმუში აუღეს

სოსო ჯოგლიძე: გენინსპექციის სამმართველოს უფროსს დნმ-ის ნიმუში აუღეს

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე აცხადებს, რომ პროკურატურამ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა და გენინსპექციის სამმართველოს უფროსს როინ ასანიძეს დნმ-ის ნიმუში აუღო.       

როგორც ადვოკატმა განმარტა, დნმ-ის კვალი გენინსპექციის სამმართველოს უფროსს დაზარალებულისა და ბრალდებულის მხარის თანდასწრებით აუღეს.

ჯოგლიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილას აღებული დნმ-ის ნიმუში გენინსპექციის სამმართველოს უფროსს ეკუთვნის, იგი გია სოსანაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოსანაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციით, გენინსპექციის სამმართველოს უფროსმა როინ ასანიძემ დნმ-ის ნიმუში საკუთარ კაბინეტში აუღო სოსანაშვილს, შემდეგ კი ე.წ. სკოჩის მეშვეობით დნმ-ის კვალი დატოვა აფეთქების ადგილას.

27-04-2015, 15:06
უკან დაბრუნება