ელისო კილაძის განცხადებების შესწავლის მოთხოვნით პროკურატურას ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატმა მიმართა.
დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, უწყებამ ელისო კილაძის მიერ ბოლო პერიოდში წარმოდგენილი ფაქტები უნდა მოიკვლიოს.
ჯანყარაშვილის ადვოკატი ითხოვს ნიკუშა შენგელაიას, თემურ უგულავას, ელისო კილაძის დაკითხვას. ასევე კახა კუკავას მიერ მტკიცებულებების წარმოდგენას რუსთავი2-ის ეთერში გაკეთებული განცხადების დასადასტურებლად, სადაც მან განაცხადა, რომ ზვიად ჯანყარაშვილი ქუთაისში ბიზნესს ავიწროებს.
დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, სარჩელი სასამართლოში უკვე შეტანილია ირაკლი კორძაიას მიმართ.
"დიმიტრი გაბუნიამ უნდა იცოდეს, რომ, როდესაც ჩემს წინააღმდეგ შეაქვს სარჩელი, მტკიცებულებების ტვირთი გადადის მასზე და მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი კლიენტი არ არის დამნაშავე," - აცხადებს ელისო კილაძე და ამბობს, რომ ის ზვიად ჯანყარაშვილის კორუფციული სქემის შესახებ მასალების გამოქვეყნებას აგრძელებს.