დიალოგი ავლიპსა და პაციენტს შორის:
- ყმაწვილო, ერთი თვის წინ თქვენ მეუბნებოდით, რომ თავში გველეშაპები დაგიდით! ჩვენ ჩავატარეთ ერთთვიანი მედიკამენტოზური თერაპიის კურსი. მითხარით, ახლა კიდევ დაგიდით თავში გველეშაპები?
- არა, ეხლა თავკომბალები დამიდიან!
- ხედავთ, ჩვენი თერაპიის შედეგად მასშტაბები მკვეთრად შემცირებულა!
P.S. რომ იცოდეთ, როგორ გვჭირდებით, ბატონო ავლიპ! მასშტაბები უსასრულოდ გაიზარდა! ეხლა გველეშაპების გარდა, თავში დინოზავრები, ტირანოზავრები და ბრონტოზავრები დაგვიდიან! რაც მთავარია, „დავით აღმაშენებელი“ უკრაინაში გაგვექცა და რატომღაც იქიდან გვემუქრება! იმას, მგონი, ჩვენზე ცუდად აქვს საქმე... ამ ყველაფერთან ერთად
მატარებლის შემადგენლობებიც დაუდის!
თამაზ ჭეიშვილი