ივერიონი / მანანა კობახიძე:მთავრობა ლარის დასტაბილურების მიზნით ყველაფერს აკეთებს

მანანა კობახიძე:მთავრობა ლარის დასტაბილურების მიზნით ყველაფერს აკეთებს

პარლამენტის  ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობა ლარის "შოკური მდგომარეობის" დასტაბილურების მიზნით ყველაფერს აკეთებს,ამის შესახებ მან  გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა

 

კობახიძე ლარის გაუფასურებას რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე შექმნილ მდგომარეობას უკავშირებს. 

 

"საუბარი იყო ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირებაზე. ფეროშენადნობები უკრაინაში გაგვქონდა, სადაც მეტალურგიული ქარხნები მთელი დატვირთვით მუშაობდა. ნამდვილად არ არის ჩვენი ბრალი, რომ დღეს იმ დატვირთვით ვეღარ მუშაობენ, რადგან ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში. რუსეთთან შედარებით ნორმალიზებული ეკონომიკური ურთიერთობების პირობებში რუსულ ბაზარზე ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. ბუნებრივია, რუბლის გაუფასურებამ და იმ სანქციებმა, რაც ქვეყანას დაედო, ამ მიმართულებით ექსპორტის შემცირება გამოიწევია, თუმცა ექსპორტი გაიზარდა ევროკავშირის მიმართულებით. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი პროდუქცია სწორედ ევროკავშირის ბაზარზე იყოს ორიენტირებული", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

 

29-04-2015, 11:18
უკან დაბრუნება