ბოლო პერიოდში ადგილი აქვთ შავი ზღვის ტერმინალში დასაქმებულ პირებს გარკვეული პრეტენზიები გაუჩნდათ, რაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, გარკვეულწილად, უფრო სპეკულაციური ხასიათისაა, მართვადია და შეიცავს საბოტაჟის ნიშნებს.
ამის შესახებ განცხადებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. განცხადებას „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:
”გაცნობებთ, რომ "შავი ზღვის ტერმინალი გახლავთ ჩვენი (ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი) წევრი.
შავი ზღვის ტერმინალი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურის ტერმინალია შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის. ამას ადასტურებს მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალი საერთაშორისო სერთიფიკატი. ტერმინალში სრულად არის დაცული ევრო კავშირის სტანდარტების გარემოს დაცვის მოთხოვნები და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები.
ტერმინალი გახლავთ აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია "SOCAR"-ის შვილობილი კომპანია. მისი სიმძლავრე შეადგენს წელიწადში 10 მლნ ტონას, თუმცა ამ დროისათვის მხოლოდ 3.5-4 მლნ ტონის გატარება ხდება. სამომავლოდ იგეგმება ტერმინალის სრული დატვირთვით ამუშავება. ტერმინალში დასაქმებულია დაახლოებით 600 ადამიანი, რომელთაგან 94 % ადგილობრივი მოსახლეობაა.
აქვე უნდა განვაცხადოთ, რომ ის პრეტენზიები, რომელთაც ბოლო პერიოდში ადგილი აქვთ ტერმინალში დასაქმებულ პირთა მხრიდან, გარკვეულწილად უფრო სპეკულაციური ხასიათისაა, მართვადია და შეიცავენ საბოტაჟის ნიშნებს, ვინაიდან სამუშაო პირობები შეეფერება ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ პირობებს და ამის დადასტურება მარტივად მოხერხდება ადგილზე ნახვით.
ტერმინალი ახორციელებს თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევას, უფასო კვებას (კვების რაციონი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთნაირია ყველა იქ მომუშავე პერსონალისათვის), ტრანსპორტირებას. სახელფასო ანაზღაურებაც მუშა პერსონალისთვის ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ ნორმალურია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შავი ზღვის ტერმინალი ჯერჯერობით არ გასულა თავის საპროექტო სიმძლავრეზე და ამჟამად მხოლოდ 30-40% დატვირთვით მუშაობს. ტერმინალის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ ბუნებრივია, გაიზრდება დასაქმებულთა ოდენობა.
ტერმინალი მზად არის სათანამშრომლოდ ყველა დაინტერესებულ მხარესთან.