ივერიონი / დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში ივანიშვილი?

დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში ივანიშვილი?

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მთავრობის მეთაური უნდა შეიცვალოს.

 

ამასთან, ალასანიას მოსაზრებით, ერთადერთი სწორი გამოსავალი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება იქნება, რომელმაც ქვყანა საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს. 

"თუკი იგივე მთავრობის თავმჯდომარე დარჩა, მაშინ ბუბნებრივია, არასერიოზული ბასტი-ბუბუ ჩვენს მთავრობაში გარძელდება და ეს არ დაეტყობა ჩვენს ეკონომიკის გაჯანსაღებას. 

 

ერთადერთი სწორი გამოსავალი იქნება, რომ თავად დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი, არაფორმალურ მმართველობას დაუსვას წერტილი და მიიყვანოს ქვეყანა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე , შემდეგ უკვე გადაწყვეტილებას საქართველოს მოსახლეობა მიიღებს" - განაცხადა ალასანიამ.

 

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა. ის მოქმედი მთავრობის უკვე მეშვიდე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. მთავრობას პარლამენტის მხრიდან ხელახალი ნდობის გამოცხადება სჭირდება.

წყარო: „ინფო9“

29-04-2015, 15:00
უკან დაბრუნება