ნაკლებად სარწმუნო ვერსიაა, მაგრამ რომ დაინიშნოს კიდეც, ამ გაურკვევლობის ფონზე ვინ იყრის კენჭს? ვინ მოინდომებს დეპუტატობას? ალბათ ის, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ „ცოტნე დადიანად გადაქცევის“ შემთხვევაში კი შანსი არ აქვთ! სამშობლოს ზვარაკადაც რომ შეეწიროს, საქართველოში მაინც ის პოლიტიკა გატარდება, „ვისიც აჯობებს“! ანუ, ან რუსეთის, ან შეერთებული შტატების. ამ რთულ ვითარებაში, როცა გამალებულად მიდის გლობალიზაცია და მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება, ამერიკამ და რუსეთმა ევროპას ტურის, კოიოტის როლი დაუტოვა. თუ რამე დარჩა „გადასანსლავი“, გადასანსლავენ.
ამგვარად, საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიან ისინი, ვისაც კარგად გაცნობიერებული აქვთ შექმნილი სიტუაცია და ამერიკის ან რუსეთის ინტერესებს გაატარებენ პარლამენტის წევრად გახდომის შემთხვევაში. არიან ასევე ფანატიკური პატრიოტული იდეებით შეპყრობილი ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში სასიკეთოდ შეცვლიან საქართველოს ბედს. აქ კომენტარზე თავს შევიკავებ. დრო და ვითარება გვიჩვენებს.
თამაზ ჭეიშვილი