ივერიონი / გიორგი თევზაძე: „იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროკურატურის რეფორმის ძირითადი მიმართულებები დასახვეწია“

გიორგი თევზაძე: „იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროკურატურის რეფორმის ძირითადი მიმართულებები დასახვეწია“

 

უფლებადამცველმა და ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის  თავმჯდომარე გიორგი თევზაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„ბოლო დროს, გაავრცელეს ინფორმაცია რომ მთავრობა პროკურატურის რეფორმას იწყებს. რომელშიც უწყებათშორის საბჭოსთან ერთად ახალი სამუშაო ჯგუფი მიიღებს , პროკურატურის რეფორმის პროექტზე ექსპერტთა ჯგუფმა იმუშავებს, რომელთა შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას რაც მისასალმებელია, ჯერ კიდევ ასეთი სახის სამუშაო ჯგუფის შექმნის შემთხვევაში რამდენიმე თვის უკან მონაწილეობის სურვილი გამოვთქვით რაზეც შესაბამისი წერილით მივმართეთ იუსტიციის მინისტრს, კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთასორისო ორგანიზაციის გამგეობამ, ვინაიდან ორგანიზაციაში გაერთიანებულია  პრაქტიკოსი იურისტები და ექსპერტთა ჯგუფები რომლებსაც აქვთ   შესაბამისი  თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება, ამიტომაც ვითხოვდით და ვითხოვთ მონაწილეობა მივიღოთ პროკურატურის რეფორმის უწყებათშორსო  საბჭოსთან მომქმედ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რაზეც დღემდე იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის პასუხი  ჩვენთვის უცნობია, კიდევ ერთელ მივმართავთ იუსტიციის მინისტრს  იუსტიციის სამინისტროში შექმნილ პროკურატურის რეფორმის უწყებათშორისო საბჭოსთან  მომქმედ სამუშაო ჯგუფში  მონაწილეობა მიიღოს  ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთასორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმაც , რომლიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სამუშაო ჯგუფის მუშაობაში , თუ რათქმა უნდა აღნიშნული მუშა ჯგუფის შექმნის მიზნები ფასადურ ხასიათს არ ატარებს, განაცხადა უფლებადამცველმა და ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის  თავმჯდომარემ, სსიპ. საქართველოს სისხლის სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომერემ,  და ადვოკატთა ასოციაციის  სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების კომიტეტის წევრმა“- განაცხადა გიორგი თევზაძემ.

30-04-2015, 11:30
უკან დაბრუნება