ივერიონი / ნოდარ ხადური: ვიმედოვნებ, ლარის კურსი მალე დასტაბილურდება!

ნოდარ ხადური: ვიმედოვნებ, ლარის კურსი მალე დასტაბილურდება!

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით სიტუაცია მალე დასტაბილურდება. "ეროვნული ბანკი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამასთან დაკავშირებით და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დასტაბილურდება სიტუაცია", - ასე უპასუხა ხადურმა საქართველოს ეროვნული ვალუტის დევალვაციის საკითხზე მედიის მიერ დასმულ შეკითხვას.


"თბილისში, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის ოფისი იმუშავებს, ის დაფარავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად კავკასიას. მნიშვნელოვანია, რომ თბილისი იბრუნებს რეგიონული ჰაბის ფუნქციას, მათ შორის საბანკო სექტორში", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

30-04-2015, 11:31
უკან დაბრუნება