ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დავით ბაქრაძის შეფასებით, სამთავრობო პროგრამა, რომლითაც პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წარდგება, ამბიციური იქნება.
"პროგრამა იქნება ძალიან ამბიციური, როგორც მთავრობა. მოგეხსენებათ, იმის შემდეგ რაც წინ მთავრობა დამტკიცდა, ბევრი რამ შეიცვალა. ჩემი მიმართულებით რომ გითხრათ - ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. წინსვლა გვაქვს ნატოსთან დაკავშირებით, შედგა უელსის სამიტი და ამოქმედდა ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმები. პროგრამაში სწორედ ამ მიმართულებით იქნება ყურადღება გამახვილებული, ასევე საუბარი იქნება რეფორმებზე, რომლებიც განვახორციელეთ გასული თვეების და წლების განმავლობაში", - აღნიშნა ბაქრაძემ.