ივერიონი / ირაკლი ალასანია: თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა საკადრო პოლიტიკაში აქცენტს პოლიტიკურ ლოიალობაზე აკეთებს

ირაკლი ალასანია: თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა საკადრო პოლიტიკაში აქცენტს პოლიტიკურ ლოიალობაზე აკეთებს

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა საკადრო პოლიტიკაში აქცენტს პოლიტიკურ ლოიალობაზე აკეთებს.


"მე, როგორც მოქალაქე, თავდაცვის უწყების გულშემატკივარი ვარ. არის პროცესები რაზეც მე გული მწყდება, საკადრო პოლიტიკის კუთხითაც და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ხელმძღვანელობა გაიაზრებს იმას, რომ მთავარია შეინარჩუნონ ის კარგი, რაც გაკეთდა და იმაზე დააშენონ საკუთარი პოლიტიკით და მოსაზრებით რაც არის უკეთ გასაკეთებელი. დღეს მე ვხედავ, რომ უფრო გადართული არიან იმაზე, რომელი ქვედანაყოფის თუ სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი გამოირჩევა ლოიალობით და პოლიტიკურ ლოიალობაზე აკეთებენ აქცენტს. ეს არასწორი გზაა და იმედია, ამას გაიაზრებენ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


მან შეიარაღებულ ძალებს იუბილე მიულოცა.

30-04-2015, 12:56
უკან დაბრუნება