ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტზე ვაკანსიის გამოცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა თამარ სანიკიძემ. განათლების მინისტრის თქმით, ცენტრში მუშაობდა აუდიტის სამსახური, რა დროსაც აღმოჩნდა ბევრი დარღვევა.
"2006 წლიდან ცენტრის დირექტორია ერთი და იგივე პიროვნება, რომელიც ვერ აგვარებს იმ პრობლემებს, რაც ცენტრის წინაშე დგას. ამას სჭირდება სერიოზული ანალიზი. ამასთან, მიმდინარეობდა აუდიტის სამსახურის მუშაობა. ვფიქრობ, პროცესში სხვა ორგანოებიც უნდა ჩაერთონ", - აღნიშნა მინისტრმა.