ივერიონი / ბიძინა ივანიშვილი: „ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი არ არსებობს“

ბიძინა ივანიშვილი: „ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი არ არსებობს“

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ახალი მთავრობა პარლამენტისგან ხმებს მიიღებს და ნდობის გამოცხადების პრობლემა სამთავრობო გუნდს არ ექნება. ხოლო შეკითხვაზე აპირებს თუ არა ის პოლიტიკაში დაბრუნებას განაცხადა, რომ ამის არავითარი მიზეზი არ არის- "მე რატომ უნდა დავბრუნდე, არ ჩანს ამის არანაირი მიზეზი"- ამბობს ივანიშვილი.

 

"მე ვფიქრობ, რომ კითხვაც არ ისმის, რომ ნდობას მიიღებს, რამეთუ გუნდს პარლამენტში ჰყავს უმრავლესობა. ხმების პრობლემა არ არსებობს. შიდა დაპირისპირებაზე მე არაფერი გამიგია. ვფიქრობ, რომ არავითარი პრობლემა არ იქნება ახალი მთავრობის დამტკიცების", - განაცხადა ივანიშვილმა.

30-04-2015, 15:01
უკან დაბრუნება