დღეს საინფორმაციო საშუალებებმა მერიის პრესსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიგი უგულავამ, მისი მოადგილის შოთა ხიზანიშვილის თავდებობის გამო შეწყვიტა სამუშაო ვიზიტი და ბრუნდებოდა თბილისში.
"ივერიონმა" მერიის პრესსამსახურში კიდევ ერთხელ გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია, სადაც გვიპასუხეს, რომ უგულავა თბილისში ხვალ დაბრუნდება.
თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ რატომ შეიკავა თბილისის მერმა დღეს თავი დაბრუნებისგან.
თუ, ოფიციალურ ინფორმაციას დავეყრდნობით, უგულავა იტალიიდან ისედაც ხვალ უნდა დაბრუნებულიყო. რატომ იცვლება ასე ხშირად პოზიციები, ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.