მარგველაშვილი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებს და ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას ხელს არ აწერს. მისი თქმით, საჭიროა გაგრძელდეს კონსულტაციები და პრემიერი მთავრობის შემადგენლობაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდეს.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორსმაჟორის რეჟიმში მუშაობს... როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა მინდა დავსვა კითხვა: რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრს?“
არა გვგონია მარგველაშვილის პოზიცია მხოლოდ ხიდაშელის გამინისტრებას უკავშირდებოდეს, უბრალოდ, მარგველაშვილმა აგრძნობინა ივანიშვილს და მის გარემოცვას, რომ იგი ჯიბის პრეზიდენტი არ არის და საჭიროების შემთხვევაში კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას გამოიყენებს.
არც ის გვგონია, მარგველაშვილმა სიტუაცია გაამწვავოს და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნას. ბატონი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იგი სულაც არ არის „პლასტელინი“.