თბილისიდან ქუთაისში წასული ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის საგანგებო განცხადების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.
არსებული ინფორმაციით ქუთაისში ირაკლი ღარიბაშვილი პრესსამსახურის თანამშრომლებთან ერთად 10 საათზე გამართული პრესკონფერენციის შემდეგ გაემგზავრა.
ღარიბაშვილი ბრიფინგის შემდეგ ქუთაისში პარლამენტის შენობაში მიემგზავრებოდა, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურა დღეს უნდა გამართულიყო.
მაშინ, როცა ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და პრესსამსახურის თანამშრომლებთან ერთად ქუთაისისკენ მიემგზავრებოდა, საგანგებო განცხადება გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილის თხოვნა არ გაიზიარა და პრემიერის მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატები პარლამენტს დასამტკიცებლად არ წარუდგინა.
ამის შემდეგ რამდენიმე წუთში მთავრობის კანცელარიაში გზიდან ირაკლი ღარიბაშვილი, მისი პრესსამსახურები და ადმინისტრაციის თანამშრომლები დაბრუნდნენ. თანამშრომლების დაბრუნების კადრები "კურიერის" კამერამ დააფიქსირა.