ჯეიმს რიჩარდ ვერონე - ერთი დოლარი
2011 წლის ივნისი
ჯეიმს რიჩარდ ვერონე 17 წლის განმავლობაში „კოკა-კოლას“ ბოთლების გადამტანად მუშაობდა და ამ ხნის განმავლობაში მას არასოდეს ჩაუდენია რაიმე კანონდარღვევა. ერთ მშვენიერ დღეს, როცა იგი შტატების შემცირებაში მოჰყვა, გამწარებულმა დაიწყო ახალი სამსახურის ძებნა. სამუშაოს მცირე ხნის ძებნის შემდეგ ახალი სამსახური გაყინული პროდუქტებით მოვაჭრე მაღაზიაში იშოვა და იქ კლერკად დაიწყო მუშაობა, თუმცა მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოეშვა და რადგანაც არც სამედიცინო დაზღვევა და მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გააჩნდა, გადაწყვიტა ბანკი გაეძარცვა. მან იცოდა, რომ საპატიმროებში სისხლის სამართლის დამნაშავეები სრულ სამედიცინო მომსახურებას იღებდნენ. ამგვარად, ჯეიმს რიჩარდ ვერონეს დიდ ხანს არ უფიქრია და მიზანში ერთ-ერთი ბანკი ამოიღო. იგი შევიდა ბანკში, მივიდა მოლარესთან, გამოსტაცა ერთდოლარიანი კუპიურა და უთხრა, რომ იგი ბანკიდან სწორედ ერთდოლარიან კუპიურას იპარავდა და ამის შემდეგ დაჯდებოდა ბანკის ფოიეში და დაელოდებოდა, თუ როგორ დააპატიმრებდა პოლიცია. მალე პოლიციაც გამოჩნდა და იგი ბანკის გაძარცვის გამო დააპატიმრა. ვერონი ახლა პატიმრობაშია და არავინ ამადლის სამედიცინო მომსახურებას.
ბაჩ კასიდი - 20 000 დოლარი
1889 (შენიშვნა: მე-19 საუკუნეში 20 000 დოლარი უზარმაზარი ფული იყო).
ბაჩ კასიდი ხელმარჯვნივ, ბოლოში ზის
ბაჩ კასიდი ჩამოყალიბებული კრიმინალი იყო, რომელმაც სახელი მატარებლებისა და ფერმების ძარცვით გაითქვა, მაგრამ 1889 წელს ტელურიდში ბანკ „სან მიგელ ვალიზე“ განხორცილებული თავდასხმა მის კრიმინალურ კარიერაში უმაღლეს მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, რამაც მას ლეგენდარული ბანდიტის სახელი მოუტანა. ის და სამი სხვა ნიღბიანი ბანდიტი ბანკში შეიარაღებული შევარდნენ, ხელი სტაცეს ფოლადის კამერაში შენახულ ფულს, გავარდნენ გარეთ, მოახტნენ ცხენებს და სწრაფად გაუჩინარდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ ბაჩმა მესაქონლეობის ფერმა იყიდა, თუმცა მალევე ცხენების ქურდობისთვის დააპატიმრეს. მას შემდეგ მას ხან საპატიმროებს მიღმა, ხანაც საპატიმროებში უწევდა ცხოვრება. ბოლოს კი, გადაწყვიტა სამხრეთ ამერიკაში გადასულიყო და იქ გაეგრძელებინა თავისი კრიმინალური საქმიანობა. 1908 წელს მან ბოლივიის ბანკის კურიერისაგან ჯორი მოიპარა. ბოლივიის პოლიციამ მის სამალავს მიაგნო, ურთიერთსოლებისას ცნობილი კრიმინალი დაიჭრა, მაგრამ პოლიციისთვის დანებებას თავის მოკვლა არჩია.
ჯონ დილინგერი - 76 000 დოლარი
1933 წელი
ეჭვგარეშეა, რომ ჯონ დილინგერი ბანკის ყველაზე ყბადაღებულად ცნობილი მძარცველია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში და იგი ყველაზე მაგარია მათ შორის, ვისაც კი ოდესმე ბანკები გაუძარცვავს. ბაჩ კასიდის ძარცვის მოდელი მოძველებული იყო და უკვე აღარ ჭრიდა. ბანკები გაცილებით უკეთ იყვნენ დაცულნი და გულმოდგინედ დამუშავებულმა შემოწმებისა და ბალანსის სისტემამ იქ მხოლოდ შეიარაღებული შეჭრითა და უკან მსუყე ნადავლით გამობრუნება თითქმის შეუძლებელი გახადა. ბანკის გაძარცვა სერიოზული გეგმის შემუშავებას საჭიროებდა და დილინგერი ცბიერი დამგეგმავი აღმოჩნდა.
მან ორგანიზებულად დაგეგმა, თუ როგორ უნდა შეეღწია ბანკების მიერ გაკონტროლებულ ინფორმაციაში და ძარცვისას როგორ უნდა განესაზღვრა ესა თუ ის საქმე წინასწარ. ზოგჯერ ის პოზირებდა, როგორც ბანკის განგაშის ამტეხი მოწყობილობის გამყიდველი, რათა მოეპოვებინა შიდა სამუშაოების შესახებ ინფორმაცია; ზოგჯერ იგი თავს აჩვენებდა, რომ ფილმის რეჟისორი იყო და „მხატვრული სცენარის“ განვითარებისას მას „საუკეთესო დახმარებას“ თავად ბანკების თანამშრომლები უწევდნენ. მას შემდეგ რაც დილინგერმა ბანკებში შესვლის ორიგინალური ვიზა მოიპოვა და ყველა საჭირო ინფორმაცია შეაგროვა, მალევე დაესხა ერთ-ერთ ბანკს თავს და ძალიან ოსტატურად და მოკლე დროში პირწმინდად გაძარცვა ის.
დილინგერის ყველაზე დიდი ალაფი ინდიანას ცენტრალური ბანკიდან გამოტანილი თანხა იყო, იმ დროისთვის ვებერთელა ფული - 76 000 ამერიკული დოლარი. საბოლოოდ FBI -იმ ის სიცოცხლეს გამოასალმა, მაგრამ კრიმინალური კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ბანკზე განხორციელებული თავდასხმებით, ასეულობით ათასი დოლარი მოიპარა. ჯონ დილინგერი ისეთი მაგარი ვინმე იყო, რომ მისი გარდაცვალებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ მხოლოდ ჯონი დეპმა თუ შეძლო კინოში მისი განსახიერება.
სადამ ჰუსეინი - მილიარდი დოლარი
2003 წელი
ერაყის დიქტატორმა სადამ ჰუსეინმა 2003 წელს, როცა აშშ-მა ერაყი დაიპყრო და ბაღდადში ამერიკელი ჯარისკაცები შევიდნენ, ასეთი რამ ჩაიდინა: მან თავის შეიარაღებულ ქვეშევრდომებს დაავალა, რაც შეიძლება მეტი თანხა გამოეგლიჯათ დედაქალაქში მდებარე თითქმის ყველა ბანკიდან. რამდენიმე საათში ნადავლმა ნაღდი ფულის სახით მილიარდი დოლარი შეადგინა. სხვა საკითხია, რამდენად მოახერხა მან ამ თანხის გამოყენება, მაგრამ ეს დღემდე ბანკების ყველაზე მასშტაბურ გაძარცვადაა მიჩნეული.
http://www.guardian.ge/article/kriminali/561/