ივერიონი / ხიდაშელი და აგულაშვილი მთავრობის და პარლამენტის წევრები ერთდროულად არიან

ხიდაშელი და აგულაშვილი მთავრობის და პარლამენტის წევრები ერთდროულად არიან

ხიდაშელი და აგულაშვილი მთავრობის და პარლამენტის წევრები ერთდროულად არიან- ამის შესახებ განცხადებას მთავრობის საპარლამენტო მდივანი აკეთებს. 

 

ამ დროისთვის ცნობილი არ არის, თუ როდის ჩატარდება პლენარული სხდომა – მომდევნო კვირას, რიგგარეშე სესიის ფორმატში, თუ შემდგომ სასესიო კვირას. პარლამენტი უახლოესი შვიდი დღის განმავლობაში პრეზიდენტისგან პრემიერის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობას ელოდება.

 

განცხადება აღნიშნულ თემაზე ბიუროს სხდომაზე გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმაც.  

 

"დანიშნული მინისტრები არიან სრულფასოვანი მინისტრები, სრულფასოვანი მინისტრები - საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად. ისინი არიან მთავრობის წევრები და შეუდგებიან საქმიანობას. მთავრობა თავისთავად არის ფუნქციონირებადი და მუშაობს. მე ვესაუბრე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გამოაგზავნოს სათანადო აქტები, ბრძანებები მინისტრებად დანიშვნის თაობაზე. ჩვენ ამ აქტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადავცემთ, რომელიც მოამზადებს საკითხს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გამოსატანად", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

1-05-2015, 16:47
უკან დაბრუნება