ივერიონი / სად „გაფრინდნენ“ აბანოთუბნიდან „მიმინო და ხოხობი“?

სად „გაფრინდნენ“ აბანოთუბნიდან „მიმინო და ხოხობი“?

აბანოთუბანში მიმინოს ძეგლი სპეციალურად მოწყობილ ადგილზე იდგა, რომელსაც ბრჭყალებში ხოხობი ჰყავდა მომწყვდეული. ცნობილი ხდება, რომ სკულპტურა რამდენიმე დღეა იქ აღარ არის.


ამასთან დაკავშირებით „ივერიონი“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახური განმარტავს, რომ  ძეგლი  მათ დაქვემდებარებაში არ შედის.  არის ძეგლების კატეგორია რომლებიც მერიის პატრონაჟის ქვეშ იმყოფება, მათ შორის „მიმინოსა და ხოხობის“ ძეგლიც, შესაბამისად მისი გაუჩინარების სესახებ ვერაფერს გეტყვით, ეს საკითხი ჩვენ არ გვეხება, - აცხადებს ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახური.


ადგილობრივების ინფორმაციით კი, ძეგლის გაუჩინარების შესახებ  მათთვის არაფერია ცნობილი. 


"ვინც მას ჯართში ჩააბარებს ის კი არა, ვინც მას ჩაიბარებს, ის უნდა დაიჭირო",-ამბობს გამვლელი.


თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ ძეგლი დაახლოებით ორი კვირის წინ გაუჩინარდა და ამასთან დაკავშირებით აღძრულია  სისხლის სამართლის საქმე.

16-11-2012, 19:20
უკან დაბრუნება