ივერიონი / თინა ხიდაშელი : მზად ვარ შევხვდე ქვეყნის პრეზიდენტს!

თინა ხიდაშელი : მზად ვარ შევხვდე ქვეყნის პრეზიდენტს!

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი თინა ხიდაშელი საქართველოს პრეზიდენტთან,  გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს, ამის შესახებ ხიდაშელმა გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.

"მე ვარ საქართველოს მთავრობაში დღეს იმ სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელიც შესაძლოა ერთადერთია, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს პრეზიდენტთან, როგორც ქვეყნის მთავარსარდალთან. ამიტომ ჩემი მხრიდან კომენტარები იმაზე, დამაჯერებელია თუ არა რასაც პრეზიდენტი პარლამენტისთვის მთავრობის შემადგენლობის წარდგენის გადავადებაზე ამბობს, აბსოლუტურად არაკორექტული მგონია. მე იმ წუთიდან მოყოლებული, რაც პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრად დამნიშნა, მზად ვარ შევხვდე ქვეყნის პრეზიდენტს, თუკი მას ამის სურვილი, დრო და ნება ექნება - მზად ვარ შეხვედრისთვის ახლავე, დაუყოვნებლივ. მზად ვარ შევხვდე და ვილაპრაკოთ ჩემი დანიშვნის საწყისზეც, გეგმებზეც და პრაქტიკულ საქმიანობაზეც - რას ვაკეთებთ ხვალ და ზეგ, როგორ ვთანამშრომლობთ, როგორც თავდაცვის მინისტრი და ქვეყნის მთავარსარდალი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა .

2-05-2015, 09:39
უკან დაბრუნება