ივერიონი / "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. პოლიტსაბჭოს წევრები კოალიცია" ქართული ოცნების" ოფისში რამდენიმე საათში შეიკრიბებიან. სხდომა 2 საათზე ჩანიშნული და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი უხელმძღვანელებს. სხდომის დაწყებამდე კომენტარები პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან არ კეთდება.

 

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის 7 წევრის შეცვლის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი. ერთი კვირის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტი კი სამი ახალი წევრით განახლდა. ირაკლი ღარიბაშილმა მათი დანიშვნის ბრძანება პირველ მაისს გამოსცა. რაც შეეხება ნდობის საკითხის გამოცხადებას, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პარლამენტს წარუდგენს, პარლამენტმა მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს. ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.

 

3-05-2015, 12:23
უკან დაბრუნება