ვიცე-პრემიერის განცხადებით მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებში პრეზიდენტის ჩართა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, აუცილებელი არ იყო. "პრეზიდენტის ჩართულობის აუცილებლობა კონსტიტუციიდან გამომდინარე არ იყო. კონსტიტუციით პირდაპირ არის გაწერილი, რომ მთავრობის დაკომპლექტებას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტი განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა", - განაცხადა კალაძემ "იმედის კვირაში". კალაძის ინტერვიუმდე იმედის კვირამ გაავრცელა ინფორმაცია რომ პრეზიდენტამ სამთავრობო ცვლილებებზე სმს-ს გზავნილი მიიღო.