"ყველა თანამშრომელი, ვინც აკმაყოფილებს პროფესიონალიზმის, პატიოსნებისა და პატრიოტიზმის კრიტერიუმებს, შეინარჩუნებს თანამდებობას", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერის მიერ დანიშნულმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში მისვლის შემდეგ განუცხადა.
როგორც ხეჩიკაშვილმა განმარტა, სამინისტროს ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება.
"იქნება გარკვეული ცვლილებები, ახალი პროექტებიდან გამომდინარე, თუმცა ძირითადი ბირთვი იქნება შენარჩუნებული, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს სამინისტროში", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.