თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი არასაპარლამენტო ოპოზიციის პრეზიდენტისადმი მიმართვაზე კომენტარს არ აკეთებს. არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს მიმართავს, რათა ახალი მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად პარლამენტში არ გადაგზავნოს.
"ამ თემაზე ახლა კომენტარს აღარ გავაკეთებ, რადგან პოლიტიკური განცხადებების თავისუფლება, სამწუხაროდ, პარლამენტში დავტოვე", - განაცხადა ხიდაშელმა.