ქსპერტია გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ 6 მინისტრს გადააყენებენ.ამის შესახებ ხუხაშვილმა "კვირის პალიტრასთან" საუბარისას განაცხადა.
"ალბათ, უახლოეს თვეებში კიდევ 6 მინისტრს გაათავისუფლებენ. საკადრო ცვლილებების მეორე ეტაპზე მთავრობას პოლიტიკურად მძიმეწონიანი მინისტრები დატოვებენ, ფინალი კი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის მძიმე ტვირთისგან გათავისუფლება იქნება. მმართველი გუნდის თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ახალი მინისტრთა კაბინეტი შემოდგომისთვის უკვე დაკომპლექტებული იქნება. კონკრეტულ პირებს ვერ დავასახელებ, თუმცა, დავით სერგეენკოსა და კახა კალაძეს შორის ერთ-ერთი ამ ფილტრაციას შეეწირება. არ გამოვრიცხავ, სამთავრობო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილისა და რიჩარდ ნორლანდის შეხვედრაზე დაგეგმილიყო... შინაარსობრივად, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა საინტერესო და სწორად გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯია. ოპოზიციური პარტიების "დამსახურებით" ხელისუფლების საგარეო მისწრაფებებზე კითხვები მრავლად არსებობს, ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა კი დასავლეთის პასუხად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, ცვლილებების ფორმამ საბოლოოდ მაინც ქვეყანაში არსებული მმართველობის კრიზისი გამოავლინა", - ამბობს ხუხაშვილი.