მონიტორინგის ცენტრის ,,მედიატორის" დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მზადები პროცესი მრავლად არის კორუფციული გარიგებები. ხაბეიშვილი კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს და დოკუმენტებს აქვეყნებს.
"ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიხადეს დიდი კორუფციის ბუდეთ. დახარჯული 33 მილიონიდან 32 მილიონი 5 კომპანიაზე გაცემული პირდაპირი ხელშეკრულებებით ყოველგვარი ტენდერის გარეშე .... მათ შორისაა სპორტლაინი რომელსაც 6 მილიონამდე ლარის ხელშეკრულება გაუფორმეს და 3 მილიონ ნახევარი უკვე გადახდილი აქვთ. ამ კომპანიის ხელმძღვანელი არის გიორგი წასიძე. 2010 წელს თაღლითობის მუხლით გასამართლებული. აღიარებული აქვს და 700 000 ლარიც გადაიხადა.... სახელმწიფოს თანხა მიითვისა 119 000 ლარი ..... სწორედ იმ დავალებას ასრულებდა რასაც ახლა. ანუ სპორტული ინვენტარი შეიძინა მაშინაც სახელმწიფოს ფულით და აღმოჩნდა რომ უხარისხო იყო ახლაც იგივე დავალება აქ და ტენდერის გარეშე მიიღო 6 მილიონი ლარი .... ირაკლი სამყურაშვილის ახლო მეგობარია და სწორედ ის მფარველობს. სამყურაშვილი რომ ჯანყარაშვილის კადრი და მისი აკისრია ყველამ იცის. ამას გარდა კიდევ ერთი კომპანია რომელიც მარტში დაარეგისტრირეს და აპრილში 597 000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმეს .....რას გავს ეს ? რას ნიშნავს ? ეს არის კორუფციის დიდი ჭაობი და ვინმე უნდა დაინტერესდეს ამით ! ..... მითუმეტეს რომ ოლიმპიადის მოსწრება არ მოსწრებაც სათუოა და ამასობაში აშენდნენ ცალკეული ადამიანები ... ჩაერთონ საგამოძიები უწყებები. ამ დოკუმენტაციას გადავუგზავნით და მოვთხოვთ დაინტერესდნენ ათეულობით მილიონი რა მიმართულებით იხარჯება" -აცხადებს ხაბეიშვილი.
წყარო: „პირველირადიო“