„კარფური“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აღიარებს, რომ საქართველოში უხარისხო შაქარს ყიდის.
ასეთი აღიარების გაკეთება სავაჭრო ქსელის სომხურ წარმომადგენლობას ადგილობრივი ანტიმონოპოლიური სამსახურის – ეკონომიკური კონკურენციის დაცვის კომისიის შეკითხვასთან დაკავშირებით მოუწია. უწყება დაინტერესდა, რატომ არ ახდენს „კარფური“ შაქრის იმპორტს სომხეთში, ხოლო საქართველოს ობიექტებში მას უფრო დაბალ ფასად ყიდის.
საქართველოში „კარფური“ სომხეთთან შედარებით დაბალი ხარისხის შაქარს ყიდის - ასე ახსნა სომხეთში „კარფურის“ წარმომადგენლობამ ის ფაქტი, რომ მის თბილისურ ობიექტებში შაქარი უფრო იაფი ღირს, ვიდრე ერევნის ახლადგახსნილ ჰიპერმარკეტში.
კომპანიაში განაცხადეს, რომ ბაზრის შესწავლის შედეგად შაქრის სომხეთში იმპორტი არამომგებიანად ჩათვალეს და უპირატესობა მის ადგილზე შეძენას მიანიჭეს.
ერევანში „კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა. თბილისში კი ქსელის პირველმა ობიექტმა მუშაობა 2012 წლის სექტემბერში დაიწყო.
რატომ ჩათვალა ჩარრეფოურ-მა, რომ ქართველი კლიენტურა სომხურთან შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქციის მომხმარებელია?
„კარფურ“-ის სკანდალურ აღიარებაზე "კომერსანტი" განმარტებების მოპოვებას შეეცდება როგორც თავად სავაჭრო ქსელის მენეჯმენტისგან, ისე სურსათის ეროვნული სააგენტოსგან.
წყარო: „კომერსანტი“