დედაქალაქის მერს ინფორმაცია არ აქვს იმის შესახებ, რომ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი პოსტის დატოვებას აპირებს. თემურ ხომერიკი ამბობს, რომ განცხადება არ დაუწერია, თუმცა სამომავლოდ თანამდებობის შეცვლას არ გამორიცხავს.გავრცელებული ინფორმაციით, ხომერიკის ჩანაცვლება ან სტრუქტურული რეორგანიზაცია დიმიტრი ქუმსიშვილს უკავშირდება. თუმცა, თავად ხომერიკი ქუმსიშვილთან კონფლიქტს გამორიცხავს.გავრცელებული ინფორმაციით, ხომერიკი პირადად დავით ნარმანიას კადრია.თბილისის მერიაში მიმდინარე პროცესებსა და ხომერიკის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც 10 წელზე მეტი "ბანკ ქართუს" ერთ-ერთი ხელძღვანელი, შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. ქუმსიშვილს მერიაში ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლად განიხილავენ.
„პირველირადიო“