ივერიონი / ირაკლი ალასანია:-"მიკვირს, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილს და ღარიბაშვილს"

ირაკლი ალასანია:-"მიკვირს, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილს და ღარიბაშვილს"

საქალაქო სასამართლოში სადაც ამ წუთებში ე.წ კაბელების საქმეზე თავდაცვის ყოფილი თანამშრომლების წინასასამართლო სხდომა იმართება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია თანაპარტიელებთან ერთად მივიდა. ალასანია დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ საქმეზე სამართალი დადგება და ეს ხალხი ციხიდან გამოვა. მისივე თქმით ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთი პირი ივანიშვილის პირადი პოლიტიკური ტყვეა. "ძალიან მიკვირს, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილს და ღარიბაშვილს, როდესაც უკვე მერამდენე თვეა, სრულიად უდანაშაულო, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები საპყრობილეში არიან. ხუთი კაცი არის ივანიშვილის პირადი პოლიტიკური ტყვე. ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი გამოვლინდა ისეთი, რომელიც თუნდაც ირიბად მაინც ადასტურებდა იმ ბრალდებას, რომელიც ყველას ერთად წაგვიყენა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ. დარწმუნებული ვარ, სამართალი თავის ადგილს იპოვის. ეს ხალხი, დარწმუნებული ვარ, რომ გამოვა ციხიდან და დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს, საკუთარ საქმეს და მერე, ბუნებრივია დადგება სერიოზულ საკითხი პროკურატურის და კონკრეტულად ივანიშვილის, თუ საიდან წამოვიდა ეს ბრალდება და რა ედო საფუძვლად ამ პოლიტიკურ აქტს", - განაცხადა ალასანიამ.

„პირველირადიო“

6-05-2015, 12:23
უკან დაბრუნება