ივერიონი / გაათავისუფლებენ თუ არა თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს?

გაათავისუფლებენ თუ არა თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს?

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. მან უარყო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ.  

 

ხომერიკმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები და საუბარი ქალაქის მთავრობაში არც ყოფილა, თუმცა სამომავალოდ არ გამორიცხავს მის თანამდებობრივ ცვლილებას.

 

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ერთერთი მედიასაშუალების "კომერსანტის" მიერ გავრცელებულ ინფომრაციას დეზინფორმაცია უწოდა.

 

თბილისის მერიაში დილიდან დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.

 

ის ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთი მედიასაშუალების  მის მიერ პოსტის დატოვებს შესახებ, და აღნიშნა რომ მედიამ დეზინფორმაცია გაავრცელა იმ მიზეზით, რომ მისი მფლობელის საკუთრებაში არსებულ კომპანიას თბილისის განვითარების ფონდის რამდენიმე მილიონი ვალი აქვს.

 

კომერსანტის მფლობელი შპს "ირაო ინვესტ ჯგუფია", რომლის 100 პროცენტიან წილს არმაზ თავაძე ფლობს. ის ამავდროულად არის სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფის" გენერალური დირექტორი და 50 პროცენტიანი წილის მფლობელი. სწორედ ამ კომპანიის დავალიანებაზე ისაუბრა თემურ ხომერიკმა ჟურნალისტებთან.  

 

"ჩვენ არდის მიმართ სერიოზული პრეტენზიები გავქვს. მივმართეთ ზედამხედველობას, რომ გააუქმონ ლიცენზია და მისი ქონება ოფიციალურად გაყიდონ და გადმოგვცენ ჩვენი ვალი. ამჟამად საუბარი არის 9 მილიონნახევარზე. არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანები, რომლებიც არიან ბიზნესში, აქვთ რაღაც კავშირები და ისინი ეცდებიან რომ მე არ ვიყო ამ თანამდებობაზე," - განაცხადა თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა ხომერიკმა.

6-05-2015, 13:52
უკან დაბრუნება