ივერიონი / გაფიცვა ფოთის ნავსადგურში

გაფიცვა ფოთის ნავსადგურში

ფოთის ნავსადგურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას და მეცამეტე ხელფასის შენარჩუნებას ითხოვენ.

მათი თქმით, ტერმინალის ყველა თანამშრომელი გაფიცულია.

 

მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც პორტის ხელმძღვანელობისათვის მიცემული ვადა ამოიწურა.

 

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციაში კი განმარტავენ, რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ თანამშრომლების გაფიცვის თაობაზე, შესაბამისად, კომპანია ამ ქმედებას აღიქვამს, ისე რომ ამ ადამიანებმა სამსახური უნებართვოთ მიატოვეს.

 

"საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კომპანიამ გაფიცვის შესახებ ინფორმაცია უნდა მიღოს წინასწარ," - განაცხადა ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის უფროსმა მარიკა ნადარაიამ.

 

ამ დორისთვის ფოთის პორტი თითქმის მთლიანად პარალიზებულია.

 

 

6-05-2015, 14:07
უკან დაბრუნება