ივერიონი / ტანვარჯიშის ფედერაცია ხვალ ახალ პრეზიდენტს აირჩევს

ტანვარჯიშის ფედერაცია ხვალ ახალ პრეზიდენტს აირჩევს

საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის - რუსუდან ხოფერია, ნელი სალაძე და კონსტანტინე ლაშხი.

ხვალ ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართება. საარჩევნო ყრილობა, სადაც ხმის მიცემის უფლების მქონე 140 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას 12:00 საათზე დაიწყება.

ყრილობა რამდენიმე საკითხს განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი ახალი პრეზიდენტის არჩევა იქნება

აღსანიშნავია, რომ წინა საარჩევნო ყრილობებისგან  განსხვავებით, ამჯერად არჩევნებში პრეზიდენტობის მსურველი რამდენიმე კანდიდატი პირველად დარეგისტრირდა.

ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერაციას 2011 წლიდან მერაბ ჩიქობავა ხელმძღვანელობს. 


16-11-2012, 20:29
უკან დაბრუნება