ნაციონალურმა მოძრაობამ ძალოვან მინისტრებთან შეხვედრა დატოვა. ოპოზიციის გადაწყვეტილების მიზეზი კომიტეტის მუშაობის ფორმატი და კითხვებისთვის დროის სიმცირე გახდა.
პროტესტი ვახტანგ ხმალაძის განაცხადებას მოჰყვა, რომ უმცირესობის წევრებს მთავრობის წარმომადგენლებისთვის შეკითხვების დასამელად 2 წუთი გამოუყო. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეს დრო ძალიან მცირეა.
"უმრავლესობამ პარლამენტი მსმენელთა დარბაზად აქცია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ნაციონალური მოძრაობის წევრები მომდევნო საკომიტეტო მოსმენებზე შეკითხვების დასამელად მეტ დროს ითხოვენ. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დაესწრებიან, თუ - არა, ისინი კომიტეტის სხვა სხდომებს.
მანამდე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბანერები მიიტანეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ბანერებზე ასახულია დღევანდელი რეალობა და ლარის დევალვაცია. ბანერების გამოყენება მათ, სავარაუდოდ, ფრაქციის სხდომაზე სურთ.