ივერიონი / ბატონი რეზო ჩხეიძის ოჯახს

ბატონი რეზო ჩხეიძის ოჯახს

ბატონი რეზო ყოველი შეხვედრისას მაკვირვებდა თავისი ახალგაზრდული სულითა თუ შემართებით, ახალი იდეებით და უკვე დაგეგმილი, გასაკეთებელი საქმეებით. ასეთი ადამიანებისათვის ასაკი მართლაც  არ არსებობს. რადგან მათთვის ყველაფერზე ძვირფასია დრო და მთავარიც ისაა მოცემულ დროში უფრომეტის გაკეთება მოასწრონ...


ბატონმა რეზომ არა მხოლოდ საერთაშორისო აღიარება მოუტანა ქართულ კინოს, არამედ ღირებულებათა სისტემა შექმნა ყოველი ჩვენგანისათვის. მისი მონათხრობი „ნერგები“. „ღიმილის ბიჭები“,  „ჯარისკაცის მამა“ თუ „ მაია წყნეთელი“ ქართველი კაცის სულისკვეთება, ღირსება და შემართებაა ფილმებად ქცეული. მისი გულითადი სათქმელიც ყოველთვის ისეთივე ცოცხალი, ემოციით სავსე და აქტუალური იქნება, როგორიც თავად იყო სიცოცხლის ბოლო წუთამდე...


ძალიან გული დამწყდა ბატონირეზოს გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელ საქართველოს


პატივისცემით
პაატა ბურჭულაძე
ბერლინი, 4 მაისი, 2015წ

7-05-2015, 16:47
უკან დაბრუნება